ცაგერის მუნიციპალიტეტის სასოფლო გზების აღდგენითი სამუშაოები გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს და მწარმოებლებს მდგომარეობის გამოსასწორებლად ვადა მიეცათ
03-07-2019, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს, მათ შორის, ალპანის შიდა სასოფლო გზის და წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ტვიშისა და სურმუშის შიდა სასოფლო გზების აღდგენითი სამუშაოები.

 


ცაგერის მერიის ცნობით, ეწყობა წყალდამწრეტი ცხაურები, გაბიონები, იხრეშება სავალი ნაწილი, ტვიშში იგება ბეტონის საფარი.

 


ცაგერის მერიაში აცხადებენ, რომ ინსპექტირებისას ალპანის გზასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, სამუშაოთა მწარმოებლებს მიეცათ ვადა არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერია დააყენებს როგორც სამუშაოთა მწარმოებლების, ასევე შ.პ.ს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ პასუხისმგებლობის საკითხს, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამუშოთა შესრულების ხარისხს.

 


ალპანის შიდა სასოფლო გზის და წყალსადენის სარებილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაა 41 409 ლარი; ტვიშის შიდა სასოფლო გზის აღდგენითი სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 28 281 ლარი; სურმუშის სასოფლო გზის აღდგენითი სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება კი 208 82 ლარი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი