აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ტურიზმის სფეროში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ადგილობრივ ტურ-ოპერატორებს მიაწოდა უახლესი ინფორმაცია საქართველოს მზარდ ტურისტული პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებზე, რაც საქართველოში ტურისტების მოზიდვას გულისხმობს. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, აღიარებულია ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად, რაც კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს უხსნის სახელმწიფოს უმასპინძლოს მზარდ ტურისტულ ნაკადს წელიწადის ოთხივე სეზონზე.
შეხვედრაზე ელჩმა ყურადღება ასევე გაამახვილა ქართველი და აზერბაიჯანელი ტურ-ოპერატორების კოორდინირებულ მუშაობაზე, ერთობლივი ტურ-პაკეტების შემუშავებაზე, ლოჯისტიკურ საკითხებზე მესამე ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით. მრგვალი მაგიდის ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილობრივ ტურ-ოპერატორებს მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის სფეროში არსებული ვითარების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.