ფედერიკა მოგერინის უწყება: უსაფუძვლოდ და შეუსაბამოდ მიგვაჩნია რუსეთის გადაწყვეტილება, აკრძალოს ფრენები საქართველოში
03-07-2019, 20:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის უწყება, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 


„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ქმნის რისკს, იქონიონ ნეგატიური გავლენა ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე. უსაფუძვლოდ და შეუსაბამოდ მიგვაჩნია რუსეთის გადაწყვეტილება, 8 ივლისიდან აკრძალოს ფრენები საქართველოში.

 


ამასთან, 27 ივლისს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები სერიოზულად აისახება გადაადგილების თავისუფლებაზე და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის. ისინი უნდა მოიხსნას დამატებითი ჰუმანიტარული სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღეს დაწყებული რაუნდი უნდა იყოს გამოყენებული ეფექტიანად დაძაბულობის შესამცირებლად და დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 


საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია.

 


ევროკავშირი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, აღნიშნულია ევროკავშირის მისიის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი