საფრთხეები ჯერ არ არსებობს, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ისმის ისეთი მოწოდებები, როგორიც მაგალითად, ისმოდა თქვენი დეპუტატის ბობაშვილის (აკაკი ბობოხიძე) მხრიდან, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას.
როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, გრიგორი კარასინმა თავდაპირველად აკაკი ბობოხიძის გვარი ვერ გაიხსენა და იგი ბობაშვილად მოიხსენია.
მისივე თქმით, ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება ისმის, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი მოქალაქეები არ დაზარალდნენ.
„რაც შეეხება შეზღუდვების ვადას, ეს ყველაფერზეა დამოკიდებული, ჩვენ კონკრეტულ პირობებს არასოდეს ვაყენებთ. თუ სიტუაცია ნორმალიზდება, თუ ყველაფერი პროგნოზირებადი იქნება, რბილად და ინტელიგენტურად, მაშინ ყველაფერი გაირკვევა. რას ნიშნავს ინტელიგენტურად? – შევხედოთ ეს შემოქმედებითი საკითხია“, განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.