შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარა
03-07-2019, 21:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარა.

 

 

როგორც გიგი უგულავამ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, იგი სამართალდამცველებმა, ვიდეოკამერის თანხლებით, ქუჩაში გააჩერეს და იქ გადასცეს უწყება, რომ ხვალ, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

 

 

უგულავამ თქვა, რომ იგი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს მანამ, სანამ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია არ დაიკითხება.

 

 

ცოტა ხნის წინ კი უგულვამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ მზად არის, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე წარსდეგს.

 


„პერსონალურად ბატონო გახარია, მრავალგზის ვთქვი და რატომ აგდებთ თქვენს თანამშრომლებს უხერხულ მდგომარეობაში. გამოკითხვაზე შსს-ში მივალ მას შემდეგ, რაც თქვენ მიბრძანდებით. ამასთანავე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მზად ვარ, თუნდაც ხვალ, მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე. გთხოვთ უზრუნველყოთ. მადლობა.

 

 

პ.ს. ტელეკომპანია პირველის კართან უწყისით ხელში დამხვდა კრიმპოლის თანამშრომელი ჩართული კამერით აგერ ათი წუთის წინ”, წერს გიგი უგულავა.

 

 

გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა ბრალდება უკვე წარუდგინა და პარლამენტის მიერ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ სასამრთლომ პოლიტიკოსს გირაო შეუფარდა.

 


თბილისში, 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული და გიგი უგულავაც გამოკითხვაზე აღნიშნული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი