კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მის ფავორიტს მომავალში დაასახელებს.
"მე მხარს ვუჭერ ქართული ფეხბურთის იმ ჭაობიდან ამოყვანას, რომელშიც დღეს ის იმყოფება. ვფიქრობ, რომ თითოეული გულშემატკივარის ოცნებაა, მივხედოთ ქართულ ფეხბურთს, საქართველოს ჩემპიონატს. სახელმწიფო ეცდება მიიღოს მონაწილეობა, რომ ეს მდგომარეობა გამოასწოროს", - განაცხადა კალაძემ.
ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის ვადა 2015 წლის 22 იანვარს ამოეწურა, თუმცა დებულების მიხედვით, არჩევნების ჩატარება ფედერაციას 2015 წლის ბოლომდე შეეძლო. სიჭინავამ დღეს განაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდის და 1 კვირაში აღმასკომი გადაწყვეტს, თუ როდის დაინიშნება ახალი არჩევნები.
ოფიციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ლევან კობიაშვილი მიიღებს. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნი, რევაზ არველაძე არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას, აღმასკომის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.