წელს „საბა“ აუცილებლად ჩატარდება, - ამის შესახებ მწერალი და ლიტერატურული კონკურსის „საბას“ თნადამფუძნებელი რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი დეტალები ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
„ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო წლევანდელი “საბას”გამოცხადება და ჩატარება სათუო გახდა, დამფუძნებლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება - წელს “საბა” აუცილებლად ჩატარდება, ახლა და ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწერლებისათვის თავისუფალი, უკომპრომისო და არა კონიუნქტურილი პლატფორმების გადარჩენა და შენარჩუნება, მათ შორის “საბასი”. მნიშვნელივან დეტალებს უახლეს მომავალში შეგატყობინებთ „ - წერს რატი ამაღლობელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.