ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ბიძინა ივანიშვილისადმი ღია წერილით მიმართვის შემდეგ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
04-07-2019, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერთმეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისგან შემდგარი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 30 ივნისს, ბიძინა ივანიშვილისადმი ღია წერილით მიმართვის შემდეგ, კონკრეტული ძალები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნურად დაპირისპირების შექმნას ახალგაზრდებს შორის.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს, ეს ინიციატივა არ არის დაკავშირებული ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან და აღნიშნულით არაერთხელ მიმართეს პრემიერ-მინისტრს, პირველად ჯერ კიდევ 2018 წლის 23 აპრილს.

 

 

„30 ივნისს, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისადმი ღია წერილით მიმართვის შემდეგ, გაჩნდა არაერთი უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება. კონკრეტული ძალები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნურად დაპირისპირების შექმნას ახალგაზრდებს შორის.

 


უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებლის მხრიდან დაშვებული იყო უხეში შეცდომა, რასაც მოჰყვა საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების დიდი ნაწილის გულწრფელი პროტესტი და სამართლიანი მღელვარება. სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა ესკალაციის თავიდან არიდება, ფიზიკურად დაშავდა არაერთი ჩვენი თანატოლი.

 

ღია წერილის შექმნის ერთადერთი მოტივაცია იყო, არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე, ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გზით. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას შევთავაზეთ კონკრეტული ფორმატი, მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სახით.

 


გვსურს განვმარტოთ, რომ ეს ინიციატივა არ არის დაკავშირებული ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან და აღნიშნულით არაერთხელ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, პირველად ჯერ კიდევ 2018 წლის 23 აპრილს. მოგვიანებით, 2018 წლის 21 ნოემბერს 38-მა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ინიციატივას და ამავე მოთხოვნით მიმართა მთავრობის მეთაურს. ფორმატის ამოქმედებას მხარს ღიად უჭერდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაც.

 


მივესალმებით პრემიერ-მინისტრის მზაობას, დაიწყოს დიალოგი ახალგაზრდებთან, რაც შემხვედრი კონსტრუქციული ნაბიჯია მისი მხრიდან. მზად ვართ, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა ფორმატის შესაქმნელად. მხოლოდ დესტრუქციული ძალების ინტერესებშია, არ შედგეს ფორმატი, რომელიც მისცემს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შესაძლებლობას ჩაერთოს სახელმწიფოს მართვის პროცესში და შექმნის ყველასთვის ხელმისაწვდომ მუდმივმოქმედ საკომუნიკაციო პლატფორმას.

 


გვჯერა, მუდმივმოქმედი საკომუნიკაციო პლატფორმა უზრუნველყოფს ახალგაზრდების პოზიციათა გათვალისწინებას, რაც ხელს შეუწყობს ევროპული ტიპის სახელმწიფოს განვითარებას. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, მედია საშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და სპეკულაციებისგან“, ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი