ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი ძაძამია: როდესაც ჩვენ კონსპირაციულ ბინაში მივდიოდით, შავ სპორტულ ჩანთაში ალაგებდა ნიღაბს
12-08-2015, 06:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მიხეილ ძაძამია დაიკითხა. მისი თქმით, ექსპრემიერის გარდაცვალებამდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ქირაობდა მისთვის კონსპირაციულ ბინებს.


ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ მისთვის უცნობი იყო თუ ვის ხვდებოდა ამ ბინებში ექსპრემიერი. მისი ინფორმაციით, შეხვედრების დროს მას სადარბაზოსთან მისვლაც კი ეკრძალებოდა.


ძაძამია ასევე აცხადებს, რომ საიდუმლო ბინებში მისვლის დროს ზურაბ ჟვანია სპეციალურად ინიღბებოდა იმის გამო, რომ ის ვინმეს არ ეცნო.


"როდესაც ჩვენ კონსპირაციულ ბინაში მივდიოდით, შავ სპორტულ ჩანთაში ალაგებდა ნიღაბს. გაიკეთებდა წვერებს... გაიკეთებდა სათვალეებს. ქუდს ჩამოიქაჩავდა... სასწაული შესახედი იყო“, - ამბობს ძაძამია.


მან ასევე დეტალურად გაიხსენა 2005 წლის 3 თებერვლის ღამე. მისი თქმით, ექსპრემიერის ბრძანებით სააკაძის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდა საჭმელი და სასმელი. ამის შემდეგ კი ექსპრემიერი საბურთალოს ქუჩაზე მიიყვანა, სადაც მივიდა რაულ უსუპოვიც. ძაძამია იხსენებს, რომ მან სუფრა თავად გაშალა და გამათბობელიც ჩართო. ამის შემდეგ დაცვის წევრმა უკვე საბურთალოს ქუჩა დატოვა.


„როდესაც მოვბრუნდი საბურთალოს ქუჩაზე, დავინახე რომ ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული... ეს ჩანდა მხოლოდ. დავჯექი მანქანაში, დავურეკე რაულს. უნდა მეთქვა, რომ ტელეფონი მალე მიჯდებოდა და თუ მალე გამოვიდოდნე იქვე დაველოდებოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, კატეგორიულად მეკრძალებოდა იქ დგომა“, - ამბობს ძაძამია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი