დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 243 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
04-07-2019, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 243 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.


მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ სიტყვით მიმართეს.

"4 ივლისი- ეს არის განსაკუთრებული დღე ყველა ერისთვის, ვისთვისაც მთავარია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა, 4 ივლისი ამ ფასეულობების სიმბოლოა." - აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

როგორც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბედ რუდმა განაცხადა, აშშ განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

"დიდი პატივია აშშ-ს დამოუკიდებლობის 243-ე იუბილეს აღნიშვნა და დიდი პატივია ამ დღესასწაულის აღნიშვნა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან,პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმდომარესთან,არჩილ თალაკვაძესთან და აშშ-სხვა ძვირფას მეგობრებთან და სტუმრებთან ერთად.ჩვენ დღეს ასევე აღვნიშნავთ "აპოლო 11" მისიის 50-ე წლის იუბილეს,როდესაც მთვარეზე პირველად დადგა ადამიანმა ფეხი.ეს თარიღი გვახსენებს ჩვენ შესანიშნავ მოვლენებს,რისი მიღწევაც ერებს შეუძლიათ,როდესაც ისინი არიან თავისუფალი,დემოკრატიული და ისინი ერთად მუშაობენ."-განაცხადა ელისაბედ რუდმა.

საზეიმო მიღება, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანომდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის ხელძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, საქართველოში აშშ-ის საელჩოში გაიმართა.

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება და ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული. თარიღი 1776 წლის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც დიდი ბრიტანეთის კოლონიებმა ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააფორმეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი