ივნისის მეორე ნახევრიდან დღემდე არსებული მონაცემებით, რომელიც GUARDIAN.GE-ის წყარომ მიაწოდა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა „ტელეიმედს“ რეიტინგებში გადაუსწრო.
ამ ფონზე კი მზარდი რეიტინგის მოპოვებას და კონკურენციის გაწევას ცდილობს „TV პირველი“, რომელიც 20 ივნისის საპროტესტო აქციებიდან მოყოლებული საგანგებო რეჟიმზე იყო გადასული და „რუსთავი 2“-ის მსგავსად თითქმის უწყვეტ პირდაპირ ეთერში აშუქებდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციებს.
ერთ-ერთი ბოლო ოფიციალური კვლევის მიხედვით კი, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჩაატარა, „იმედი“ მოწინავე სარეიტინგო პოზიციებზე იდგა და მაყურებლის უპირატესი ნდობით სარგებლობდა.
NDI-ის მიერ 2019 წლის 28 იანვარს წარდგენილი კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, გამოკითხულთა 66% „იმედის“ მაყურებელი იყო, 61% უყურებდა „რუსთავი 2“-ს, „TV პირველს“ - 39%, საზოგადოებრივ მაუწყებელს 34%, „მაესტროს“ - 22%, „ობიექტივს“ - 22%, „კავკასიას“ - 17%, „აჭარის ტელევიზიას“ - 17%, „პალიტრა TV-ის“ 17%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.