ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
04-07-2019, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი თბილისში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

 

სამინისტრო, უახლოეს მომავალში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 800-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულათა სისტემით, განაწილდება. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების, უპირობო, განსახლების საკითხი, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ამ ეტაპზე, თბილისში 20-მდე ავარიული შენობა დაიხურება და დევნილი ოჯახები, რომლებიც, წლების განმავლობაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.

 

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ გიორგაძე პირადად ეცნობა იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების მდგომარეობას, რომლებიც ავარიულ ობიექტებში ცხოვრობენ.

 

ბინების განაწილებისა და ნგრევადი შენობების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მიიღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღია ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი