გიორგი ქადაგიძე: დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს
12-08-2015, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.


როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში ასახულია.


"მარტივად რომ ვთქვათ, ის მილიარდ დოლარიანი სავალუტო შემოდინებები, დანაკლისი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია მოხმარების შემცირებაში და შესაბამისად, იმპორტის შემცირებაში. ივლისში იმპორტი ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შემცირებულია დაახლოებით 21 პროცენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენ განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით", - განაცხადა ქადაგიძემ.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ის ძირითადი მიზეზები დაასახელა, რომლებმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის კურსის მერყეობა გამოიწვია.


"ივლისის თვე, ჩვენი ინფორმაციით, იყო საკმაოდ სუსტი, გზავნილების თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გავლენას ახდენს, არის უარყოფითი მოლოდინები, რომელიც საზოგადოებაშია. კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ ბაზრის მონაწილეებს აქვთ ძალიან გაზრდილი მოლოდინი შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც იწვევს დამატებით ზეწოლას კურსზე. მეორე მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე კურსზე ზეწოლა უნდა იყოს ნაკლები, ვინაიდან კომპანიებმა უკვე დაიწყეს უცხოური ვალუტის ნაშთების დაგროვება", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი