დედაქალაქის მერმა სიცრუე უწოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 18 წლის მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს, თითქოს, კახა კალაძე აფინანსებს. მისი განმარტებით, ყველა დაზარალებულის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა.
„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე დავაფინანსე მაკო გომურის უცხოეთში გამგზავრება და მკურნალობა. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ბევრს ვეხმარებით, სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ ამაზეც არც მისაუბრია და არც ახლა ვაპირებ. მით უფრო, სრულიად მიუღებელია მივითვისო ის საქმე, რაც არ გამიკეთებია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე მოვისმინე „ქართუს“ განცხადება. ფონდი თავისთავზე იღებს დაზარალებულთა მკურნალობის სრულ ხარჯებს, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.