მესტიის მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა
04-07-2019, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და  კომუნიკაციების საკითხებს.  გენერალურ გეგმაში ასევე, გათვალისწინებულია მოქმედი და ახალი სამთო- სათხილამურო კურორტების მაქსიმალურად გამოყენება.  მომზადდა დეტალური ზონირებული რუკები.

 

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა. პროცესში ჩართული იყო მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.  ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ საჯარო განხილვაზე მან  ხაზი გაუსვა გეგმის  მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის განვითარებაზე.

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონის განვითარებისათვის და მისი სწორად დაგეგმარებისთვის. აქ განხილულია თუ როგორ უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ ტურისტული ნაკადის მიღება, რომელიც ასე აქტიურად არის მოჭარბებული მესტიის მუნიციპალიტეტში, არამედ ასევე განხილულია თუ როგორ უნდა იყოს მიმართული თვითონ ადგილობრივი მოსახლე, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა მიეცეს შესაძლებლობა უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ტურიზმისაგან” - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

 

საჯარო განხილვაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

განვითარების გენერალურ გეგმაზე, საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა” ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმუშავა. შემუშავებისა და განხილვის პროცესში მჭიდროდაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

 

საჯარო განხილვა  მესტიის შემდეგ მულახისა და ჭოლაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება. საბოლოოდ, დოკუმენტის მიღება მოსახლეობასთან ფართო კონსულტაციებისა და განხილვების შემდეგ მოხდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი