გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს
04-07-2019, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში თხილის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა საერთაშორისო აგრარული კომპანიის „OLAM“ საქართველოში წარმომადგენელთან, უფუკ ოზუნგუნთან გამართულ შეხვედრაზე.


„თხილის სექტორის განვითარება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გაჩენილმა ინვაზიურმა მავნებელმა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საექსპორტო პროდუქტს - თხილს დიდი ზარალი მიაყენა. მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მასშტაბური ღონისძიებები ეფექტიანად ხორციელდება. ჩვენი მიზანია, თხილის ექსპორტის ძველ ნიშნულს დავუბრუნდეთ. მავნებელთან ბრძოლის, ინტენსიური ბაღების გაშენებისა და ჯიშების განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია ლაბორატორიული შესაძლებლობების გაზრდა, ასევე, თანამედროვე ცოდნის და გამოცდილების გაზიარება“, - აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა.

ხატია წილოსანმა საერთაშორისო აგრარული კომპანიის „OLAM“ წარმომადგენელს საქართველოში თხილის სექტორის განვითარების ხელშემწყობის მიზნით შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში გათვალისწინებული კვების უსაფრთხოების კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. რა თქმა უნდა, თხილის ხარისხზე საუბარი საერთაშორისო სტანდარტების მრავალკომპონენტიანი ლაბორატორიული კვლევის გარეშე არასერიოზულია. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სათანადო ლაბორატორიული აღჭურვილობის გადმოცემით, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით დავაფიქსიროთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ქალაქ ზუგდიდის ლაბორატორიის შესაძლებლობები, რადგან ქართული თხილის დიდი ნაწილის წარმოება სწორედ ზუგდიდში ხდება“, - განაცხადა უფუკ ოზუნგუნმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მრჩეველი გიორგი სვანიძე და სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი