სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში 2020 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროგრამები განიხილეს.
ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას ნინოწმინიდის და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები, სკოლების რეაბილიტაცია, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენცია და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ილია ბეგიაშვილმა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელი პროექტები წარადგინა. 2019 წლის პროექტებისთვის მუნიციპალიტეტებში 420 მილიონი ლარია გამოყოფილი, 2020 წლისთვის კი ბიუჯეტი 150 მილიონით მეტი იქნება, საიდანაც დაახლოებით 13 მილიონი ლარია გამოყოფილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისათვის, დაახლოებით 17 მილიონი კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტისათვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.