ქართველი მორაგბე რეზი ბროძელი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მორაგბეები, რომლებსაც თბილისში გამართული აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში, მოსკოვის
„სლავას“ სარაგბო კლუბმა კონტრაქტი გაუწყვიტა, კლუბში დააბრუნეს.
როგორც ბროძელი აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ ქართველი მორაგბეების კლუბიდან გაშვების მიზეზი არ არსებობდა.
„მადლობა ორივე მხარეს საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან, თუ რატომ უნდა გავეშვით ჩვენ გუნდიდან. აღმოჩდა, რომ ამის მიზეზი არ იყო.
ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით, ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია, რომ კლუბ "სლავას" ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა, რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტერესებისთვის და გვერდში დგომისთვის!“, - წერს რეზი ბროძელი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.