ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონს“ გამოეთიშა
04-07-2019, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებას მეორე წრიდან გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ დანიელ ევანსთან 3 სეტში დამარცხდა.

 

ევანსი შესანიშნავ სათამაშო ფორმაშია და ბოლო ერთ თვეში ბალახზე ჩატარებული 16 მატჩიდან 14 თავის სასარგებლოდ დაასრულა. დღევანდელი შეხვედრის საწყისი ორი სეტიც დამაჯერებლად მოიგო, მესამე პარტიაში კი მატჩზე ჩაწოდებისას გეიმი დაკარგა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა.

 

ტაიბრეიკზე ბასილაშვილს შეცდომათა მთელი კასკადი ჰქონდა და უმნიშვნელოვანესი ქულები ბადესთან, მარტივ სიტუაციაში, უხეში შეცდომებით გაანიავა, რამაც თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა - 3:6; 2:6; 6:7.

 

მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი "უიმბლდონის" მეორე წრეში ბრიტანელ დენიელ ევანსთან დამარცხდა.

 

პირველ წრეში ჯეიმს უორდთან მოგებული ურთულესი, ხუთსეტიანი მატჩის შემდეგ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერს ვერაფერი დაუპირისპირა და შეხვედრა სამ სეტში 3:6, 2:6, 6:7 დათმო.

 

"უიმბლდონი" 1 ივლისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 38 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი