წყალტუბოში მუნიციპალიტეტის მერიაში პოლონეთის ველიკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის (სეიმეკის) დელეგაცია იმყოფებოდა. სტუმრებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობისა და გამოცდილებათა გაზიარების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
წყალტუბოს მერიის ცნობით, შეხვედრაზე ველიკოპოლსკას რეგიონული საბჭოს წარმომადგენლებს წარუდგინეს პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ინფორმაციებს სამკურნალო წყლების, მღვიმეების, დამსვენებლებისა და ვიზიტორიების რაოდენობის, წყალტუბოს ისტორიისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა, ველიკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის საუკუნეზე მეტია გადებულია ჯანსაღი მეგობრობის ხიდი. ორივე მხარე მზად არის შეინარჩუნოს და გააღრმავოს ის ისტორიული ღირებულებები, რაც წარსულიდან დღემდე ჩამოყალიბდა.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს „პრომეთეს“ მღვიმე, სანატორიუმები და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.