ლევან იზორია Leadx Change - ზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტოტალური თავდაცვის საკითხზე სიტყვით წარსდგა
05-07-2019, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ტექნოპარკში გლობალური სასწავლო პროგრამა Leadx Change - ზე სიმულაციურ ნაწილში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ტოტალურ თავდაცვაზე   ისაუბრა.

 

სიტყვით გამოსვლისას  ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა, თავდაცვის სფეროში არსებულ რეფორმებსა და მიღწევებს და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლინობაზე, განსაკურებით მაშინ, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია რიუსეთის მიერ.  „იმ უკიდურეს რთული, უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც  დღეს ვცხოვრობთ, ჩვენ ვატარებთ თავდაცვის ტრანსფორმაციის ამბიციურ პროცესს“ - განაცხადა ლევან იზორიამ. მინისტრი ტოტალურ თავდაცვასაც შეეხო და აღნიშნა რომ „ტოტალური თავდაცვა არის ჩვენი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის ცენტრალური ნაწილი, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს“.

 

აღნიშნულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული პირები დაესწრნენ.

 

გლობალური ინიციატივა Leadx Change თბილისის ტექნოპარკში 1 ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით იმართება, რომელიც სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. პროექტის მხარდამჭერები არიან: ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, ჰარვარდის კენედის სკოლა, საქართველოს გაეროს ასოციაცია და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი. ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგება.

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი