საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი რუმინეთის საელჩოს მიერ გამართულ მიღებას დაესწრო, რომელიც რუმინეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მისიის დასრულებას მიეძღვნა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან რუმინეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის წარმატებული დასრულება მიულოცა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუმინეთის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და მადლობა გადაუხადა რუმინეთის მთავრობას, საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ასევე ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა წარმატებულად ვითარდება, წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველო-რუმინეთის ურთიერთობების 300 წლის იუბილეს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და რუმინეთი ისტორიულად არიან შავი ზღვით დაკავშირებულნი და მნიშვნელოვანია ამ კუთხით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის სრული პოტენციალის გამოყენება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.