თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, 9 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს სემინარს „მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების გამოწვევები და შესაძლებლობები“.
კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“, რომელიც წლებია აქტიურად მუშაობს საქართველოს ტურიზმის სექტორში, მსმენელებს გააცნობს სფეროს უახლეს ტენდენციებს, განიხილავს ფასების დინამიკას, კონკურენციას ბაზრის სხვადასხვა მოთამაშეებს შორის, დატვირთვას, ტურისტულ ელექტრონულ პლატფორმებს, სასტუმროების პოზიციონირებას (მინიმუმ 10 სასტუმრო ოთახი), კრიზისული პერიოდების მართვას, სპეციალურ საბანკო პროდუქტებს, დონორების პროგრამებს.
ამასთან, საქართველოს ბანკის მარკეტინგის ჯგუფის წარმომადგენლები ისაუბრებენ თანამედროვე ციფრული მაკეტინგის ტექნოლოგიაზე და მის არხებზე, ასევე, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებზე.
ზემოაღნიშნული საკითხების გარდა, კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ ევროპული ქვეყნების მაგალითზე განიხილავს შედარებით პატარა სასტუმროების განვითარების დინამიკას.
სემინარზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა მცირე და საშუალო განთავსების ობიექტის თანამშრომელს.
სამომავლოდ, მსგავსი ტიპის სემინარები ჩატარდება გიდებისთვის და Airbnb და booking -ზე განთავსებული ბინების მესაკუთრეებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.