დიდგორობასთან დაკავშირებით „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "დიდგორზე გამარჯვებით დიდმა მეფემ ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა".
„დღეს დიდგორობაა-ქართველთათვის ეროვნული ღირსების დღე. გილოცავთ!
ევროპას არ ახსოვს, ან არ უნდა ახსოვდეს, რომ დიდგორზე გამარჯვებით დიდმა მეფემ ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა. ბედნიერებაა, როცა ცხოვრობ იმ განწყობით, რომ შენ დავით აღმაშენებლის შთამომავალი ხარ და იცი, რომ "თურაშაულის პატრონი ტყეში არ უნდა ეძებდე პანტას!"
დიდგორის მემორიალი ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში. ვოცნებობ ისეთ დროზე,როცა იგი ქართული ჯარის სულის ნაწილად იქცევა, როცა ქართველობა, საქართველოს შვილები და მეგობრები იამაყებენ ამ ადგილის დიდებით!
სწორედ ამისთვის შექმნა იგი სწორუპოვარმა მერაბ ბერძენიშვილმა-ეროვნული სულის პლანეტარულად მოაზროვნე კაცმა.
მინდა ვიფიქრო,რომ დავით აღმაშენებელის ძეგლი დაბრუნდება იმ ადგილზე,სადაც მისი აღმართვა საქართველოს პატრიარქმა აკურთხა. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს,უნდა გავაკეთოთ ხალხმა", - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.