„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქტიურობა შემაშფოთებელია სისტემატური მოწოდებების ფონზე ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში მოხდეს კატაკლიზმები და დაიწყოს დესტაბილიზაცია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქტიურობა არის შემაშფოთებელი იმ სისტემატური მოწოდებების ფონზე, რომელსაც ჩვენ ყველა ვისმენდით ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს, ქვეყანაში მოხდეს კატაკლიზმები, დაიწყოს დესტაბილიზაცია და ჩვენ ეს ყველამ ვნახეთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების დროს. ფაქტობრივად, ეს დადასტურდა, მათი სისტემატური მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლასთან დაკავშირებით შემდგომში რეალიზებული იყო კონკრეტული ფაქტებით, რაც ყველამ ვიხილეთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის თქმით, დესტაბილიზაციის შექმნა ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებშია, რადგან სხვა არაფერია, თუ არა ინტერესი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შეიქმნას იმისთვის რომ ამით ოკუპანტმა სახელმწიფომ ისარგებლოს.
„ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა არის სწორედ ჩვენი არაკეთილმოსურნე, მეზობელი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებში, ვინაიდან სხვა არაფერია, თუ არა ინტერესი, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაცია, რათა ამით ოკუპანტმა სახელმწიფომ ისარგებლოს და კიდევ განხორციელდეს შესაბამისი ქმედებები. სწორედ მმართველი პარტიაა მოწოდებული იმისკენ, რომ მაქსიმალურად განეიტრალდეს საფრთხე და უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში უსაფრთხოება და წესრიგი, არ მიეცეს არც ერთ პოლიტიკოსს საშუალება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდა შექმნან“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.