გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) წარმომადგენელს, რობერტო ემმას შეხვდა.
ქართული მხარე GFCM-თან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, 2014 წლიდან თანამშრომლობს. ორგანიზაცია საქართველოს მხარდაჭერას უწევს შავი ზღვის მასშტაბით თევზჭერის ერთობლივი მენეჯმენტის და არსებული რესურსების საერთო მართვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩამოყალიბების კუთხით.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ GFCM-ის მიერ განხორციელებული სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომავლოდ, თანამშრომლობის გააქტიურების მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და GFCM-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.