თავდაცვის მინისტრმა სამეთაურო-საშტაბო კურსის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა
05-07-2019, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო და თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის გამოშვების ცერემონიალს დაესწრო.


ლევან იზორიამ მსმენელებს კურსის დასრულება მიულოცა და წარმატებები და პროფესიული წინსვლა უსურვა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ყურადღება სამხედრო სფეროში განათლების მნიშვნელობასა და მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების უზრუნველყოფაზე გაამახვილა.

 

ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებში ცოდნის გაღრმავება, განათლების სტანდარტის გაუმჯობესება, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული სამეთაურო რგოლი სახელმწიფოს განვითარებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საფუძველს წარმოადგენს.


კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 

ღონისძიება დიპლომების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.

 

სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 2009 წელს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით დაარსდა. საწყის ეტაპზე საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა საპილოტე პროგრამა, რომელიც პირველად 2011 წელს ჩატარდა.

 

ამჟამად სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო პროფესიული განათლების უმაღლესი საფეხურია და როგორც სამხედრო ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პროფესიული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.

 

სამეთაურო-საშტაბო პროგრამის რიგით მერვე კურსი წარმატებით გაიარა 57 მსმენელმა, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 ოფიცერმა და 4 სამოქალაქო პირმა თავდაცვის სამინისტროს სისტემიდან.

 

თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსი კი 8 კურსდამთავრებულმა დაასრულა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი