იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე დევნილებთან დაკავშირებული კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების გზები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით. შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო გამოცდილებისა და მიდგომების შესახებაც ისაუბრეს.
ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა.
კონფერენციაში დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი სესილია ხიმენეს-დამარი მონაწილეობდა. სესილია ხიმენეს-დამარიმ მონაწილეებს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს ადგენს.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანიზებითა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.