„პოზიცია“ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
12-08-2015, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ განცხადებას ავრცელებს.


„პოზიციას“ მიაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართვა ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესებში, რომ საშუალო და უფრო დიდი ასაკის ადამიანებთან ერთად, ახალგაზრდობასაც უფრო მეტი ხმა გააჩნდეს გადაწყვეტილებების მიღებისას.


ამასთან, „პოზიცია“ მოუწოდებს ხელისუფლებას, საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგას და ადამიანთა საყოველთაო უფლება - განათლების მიღების უფლება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს სოციალურად დაუცველებისა და რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდებისთვის. როგორც „პოზიციის“ განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი ქვეყნის წარმატებული ხვალინდელი დღე ხომ სწორედ მის განათლებულ მომავალ თაობაზე დგას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი