ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა კომპანიების - შ.პ.ს „კ და გ“, შ.პ.ს „იერი“, შპს „დიოკნისი“, შ.პ.ს „ურიში“ , შპს „პირამიდას“ წარმომადგენლებთან.
ონის მერიის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის საკითხი, (პირველი ეტაპი), სოფლებში (ხირხონისი, ლაგვანთა, ღარი, ნიგვზნარა) ახალი ამბულატორიების მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქ ონში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა, სოფლებში ღარსა და სორში მდინარე რიონზე ნაპირსამაგრის მოწყობის და სოფლებში (ცხმორი, ღუნდა, ჟაშქვა, პიპილეთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების საკითხები.
საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდა შ.პ.ს „ექსპერტიზა - მშენებლობა - დიზაინის“ წარმომადგენელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.