პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა.
ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სწავლებაში ამერიკელი, ბრიტანელი, ესტონელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ჩეხი, პოლონელი,
უკრაინელი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
მსმენელებს სწავლების წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და საქართველოში უკრაინისა და ჩეხეთის თავდაცვის ატაშეებმა მიულოცეს, სერტიფიკატები გადასცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
კურსის მონაწილეებმა პრაქტიკული მეცადიონეობები საჩხერისა და ჭიათურის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო უბნებზე გაიარეს და სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, მთიან რელიეფზე გადაადგილების, სამთო კვანძების გამოყენებისა და მდინარის გადალახვის ტექნიკას დაეუფლნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.