ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბართლომე შელიამ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა ადამიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
მათი პროტესტის მიზეზი ის იყო, რომ მათ 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენების შესახებ განცხადებების გაკეთება სურდათ, თუმცა უმრავლესობის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
საკრებულოს წევრი ბართლომე შელიასგანცხადებით, მას სხდომაზე „ქართული ოცნების“ „ზონდერები“ შემოუყვანეს, რომლებმაც ტაშის დაკვრითა და შეძახილებით მას აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცეს. პაატა ადამიამ კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უზრდელი უწოდა, რადგან ის მისი საუბრის პარარელურად ლაპარაკობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.