დღეს საზეიმოდ გაიხსნა ვანის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც ახლადგარემონტებულ შენობაში განთავსდა, სადაც ყველა წესის დაცვით მოეწყო წიგნადი ფონდის საცავები, მკითხველთა დარბაზი, ბავშვთა დარბაზი და საარქივო ფართი. არსებული გარემო ხელს შეუწყობს მკითხველთა მომსახურების ხარისხს, გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა.
ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები დაესწრნენ.
მოეწყო გ.ძიგვაშვილის ლექსთა კერბულის - „გაზაფხული მარაბდის სასაფლაოზე“ - პრეზენტაცია. ლიტერატურული გაერთიანება „პარნასის“ მოსწავლეებმა გააცოცხლეს პოეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები და მის ლექსებზე აგებული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს. შეხვედრაზე აღინიშნა ლ.სულაბერიძის სათავგადასავლო ნაწარმოების „ცხადსიზმარიანა“-ს გამოცემის შესახებ.
ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო, განათლების და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა თ.ჟვანიამ, ბიბლიოთეკის დირექტორმა ლ. დვალიშვილმა და პოეტმა ა.თევზაძემ მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საჯარო ბიბლიოთეკის სასურველი და სპეციფიური გარემოს შექმნისთვის, ლადო სულაბერიძის და გიორგი ძიგვაშვილის წიგნების გამოცემაში ფინანსური დახმარებისათვის.
მუნიციპალიტეტის მერმა ახალმოსახლეობა მიულოცა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და წარმატებები უსურვა მათ საქმიანობაში, ასევე ხელშეწყობა დაპირდა წიგნადი ფონდის ელექტრონულ კატალოგზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც საბიბლიოთეკო ფონდების განახლების საფუძველი იქნება.
ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 692 ლარი გამოიყო, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანის შპს „გზები 2“ -მა განახორციელა.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.