რა უთანხმოებები იყო გურამ ოდიშარიასა და მარინე მიზანდარს შორის?
11-02-2014, 16:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ "პირველ პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი გათავისუფლება ძირითადად, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება.

 


"საყდრისის თემამ ძალიან გაამწვავა მდგომარეობა, რადგან იყო დიდი ლობი საწარმოს მხრიდან, ასევე გარკვეული ზეწოლაც. ზუსტად ვინ დგას ამ კომპანიის უკან არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი ზარი, ფორმალური, თუ არაფორმალიური თხოვნა და მთელი აჟიოტაჟი იყო ისეთი საკითხის ირგვლივ, რომლიც ძალიან მარტივად შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო, თუ სამინისტრო სწორად დააფიქსირებდა იმთავითვე თავის პოზიციას. ამდენად, ძირითადი უთანხმოების საგანი ის გახდა, რომ ჩვენმა უწყებამ, რომელსაც მოვალეობა და პასუხისმგებლობა აქვს თავისი დარგის დაცვისა, ვერ დაიცვა და დღემდე ვერ იცავს სათანადოდ საკუთარ პოზიციებს. ვერ მოახერხა ის, რომ ეს საკითხი მინისტრთა კაბინეტისთვისაც და პრემიერისთვის ცხადი ყოფილიყო და ა.შ. ასე რომ, ჩემი მოხსნის საკითხი საყდრისი თემამ დაძრა. პრინციპული უთანხმოება იყო ის, რომ მინისტრმა ვერ მოახერხა, რომ ადგილზე მონიტორინგის ჯგუფი შესულიყო და წვდომა ჰქონოდა ამ ობიექტზე. ჯერჯერობით, ზაფხულს შემდეგ, ამ ობიექტის ფოტოფიქსაციაც არ მომხდარა", - განაცხადა მიზანდარმა.

 


მისივე თქმით, მინისტრმა მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიღო, რაც მან საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე არსებული მდგომარეობის საკითხი კულტუტული მემკვიდრების სტრატეგიულ საბჭოზე განსახილველად გაიტანა. "ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი, ადმინისტრაციული წარმოების პროცესი. მე დავიცავი შინაგანაწესი. როგორც წესი, ამ საბჭოს მოწვევა მინისტრთა საგანგებო შეთანხმების საგანი არ არის, რადგან ეს ჩვეულებრივი, ტრივიალური პროცედურაა, რადგან დაახლოებით, სამ კვირაში ერთხელ, როცა მასალა გროვდება, ამ საბჭოს მოწვევა ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან საბჭოზე საყდრისის თემა გაგვქონდა და ამაზე ერთი ამბავი იყო ატეხილი, მე მოვალედ ჩავთვალე ჩემი თავი და მინისტრს წინა დღეს დავურეკე და შევატყობინე, რომ ეს საკითხი განსახილველად გამქონდა, თუმცა ის ამ საკითხის გატანის მომხრე არ იყო. მთხოვა, რომ იქნება არ გაიტანოო და მე ვუპასუხე, რომ თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ ასე მოვქცეულიყავი", - განაცხადა მიზანდარმა.

 

 

როგორც მიზანდარმა აღნიშნა, მას პრემიერთან შეხვედრის საშუალება ჰქონდა, სადაც საყდრისის თემაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. "მე შევხვდი პრემიერ-მინისტრს და მადლობა მას, რომ მომცა საშუალება, რათა ამომწურავად მიმეცა ყველა განმარტება საყდრისის საკითხის ირგვლივ და ასევე ზოგადად, სამინისტროში არსებული მდგომარეობის შესახებ", - აღნიშნა მარინე მიზანდარმა და დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი საბჭოზე განსახილველად გაიტანა, წერილობითი ფორმით შენიშვნა მიიღო, რასთან დაკავშირებითაც პრემიერისგან ასევე წერილობითი ფორმით პასუხი მოითხოვა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მიუღია. "ეს ცოტა გამოუცნობი ბრალდებაა ჩემთვის. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვიმუშავე და ვეცადე, რომ წარმატებულად და თავდადებით მემუშავა და ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ საქმე წინ წამეწია, ამდენად სამსახურეობრივი მოვალეობების უხეშად დარღვევა რას გულისხმობს, ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

 

 

რაც შეეხება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, ამ ძეგლს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი აქვს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ კომპანია “RMG-გოლდის" გაფრთხილების შემდეგ, ამ უკანასკნელმა ადგილზე სამუშაოები შეაჩერა.

 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=3761&lang=geo 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი