ე.წ. ,,კაბელების საქმის“ მთავარი მონაწილეები ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე აღადგინა
12-08-2015, 09:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე .წ ,,კაბელების საქმის“, მთავარი მონაწილეები გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე, თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე აღადგინეს.


ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურად დაადასტურეს. ე. წ. ,,კაბელების საქმეზე“ დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გარეშე დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან 19 ივნისს გაათავისუფლა. სასამართლოს დაკავებულთა პატიმრობის გაუქმების შესახებ თავად პროკურატურამ მიმართა.


4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული იყო სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური, ასევე სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით წიფურია და კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი არჩილ ალავიძე.



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი