გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ცაგერის მუნიციპალიტეტი მეორე ადგილზეა საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს [ფოტოზე მარჯვნივ ავთანდილ უგრეხელიძე - ცაგერისს მერი, მარცხნივ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე - ფოტო გადაღებულია 2019 წლის 15 ივნისს, ლეჩხუმში სახალხო–რელიგიურ დღესასწაულზე - „ხვამლობა“ - ავტორი - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე].
„ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ცაგერის მუნიციპალიტეტს მკვეთრი გაუმჯობესება აქვს 2017 წელთან შედარებით და მეორე ადგილზეა საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის. პროცენტული მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია.
აღნიშნული მოიცავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას და ელექტრონული ფორმით მოთხოვნას საჯარო დაწესებულებებში, ელექტრონულ მმართველობას, მოქალაქეთა მონაწილეობის ანგარიშვალდებულებას და ჩართულობას, რაც, საერთო ჯამში ჩვენი მუნიციპალიტეტის მუშაობის გამჭირვალეობაზე მეტყველებს“, ნათქვამია ცაგერის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.