ყველა პოლიტიკური ლიდერი ვერ აცნობიერებს, რომ ივანიშვილმა მოახერხა და ურთიერთობების ახალ ეპოქას იწყებს - ჯონდი ბაღათურია
06-07-2019, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა პოლიტიკური ლიდერი ვერ აცნობიერებს, რომ ივანიშვილმა მოახერხა და ურთიერთობების ახალ ეპოქას იწყებს, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

 

„აქამდე „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციაში იყო, ოპოზიციასთან არ ლაპარაკობდა და „ნაცმოძრაობასთან“ პირისპირ ყოფნაში კომფორტულად გრძნობდა თავს. ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუცდელობის პრობლემაც ჰქონდა და მართალიც რომ იყო და ათით ნული რომ უნდა მოეგო, „ნაცმოძრაობასთან“ დებატებში დისკუსიებსაც ხშირად აგებდა. როგორი მტყუანი და გამოუცდელიც არ უნდა იყო, დებატებს რომ დაამთავრებ, ყველაფერს წააგებ და „ნაცმოძრაობას“ მერე ეტყვი, შენ 9 წელი ხალხს ხოცავდიო, ამით მთავრდება ყველაფერი. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს კომფორტი შეიქმნა, მაგრამ ის არ გაითვალისწინა, რომ ამასობაში, ბამბუკს რომ წყალს უსხამ და სწრაფად იზრდება. აი, ასე ზრდიდა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს. როცა სხვა ოპონენტი, მესამე ფერი არ ჩანს და თეთრი-შავზე ნაწილდება, აქ ზიარი ჭურჭლის პრინციპი მუშაობს, რადგან შვიდი წლის განმავლობაში კარგი ხელისუფლებაც მოგწყინდება“, განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 


მისი თქმით, თუ პოლიტიკური სპექტრის სერიოზული კონსოლიდაცია არ მოხდა, პარლამენტს სამი-ოთხი პარტია დაემატება.

 

 

„ზოგი ერთ კაცს გაიყვანს, ზოგი – ორს და შეიძლება, რომელიმე ჩვენგანმა სამი გაიყვანოს, მაგრამ ეს პარლამენტში პოლიტიკურ სურათს არსებითად შეცვლის. აღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ პირისპირ და იქნება მესამე-მეოთხე პოზიციები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ოპონენტის სტატუსს წაართმევს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 


როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, ნულოვანი ბარიერი უპირველესად, ხალხის შანსია და ეს შანსი არ უნდა გაუშვას.

 


„ნულოვანი ბარიერი ეს არის შანსი, რომ საზოგადოების თუნდაც, ერთ პროცენტ ფენას თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს და პარლამენტში მისი ხმა ისმოდეს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნულოვანი ბარიერის პარალელურად, „ქართული დასის“ ლიდერმა განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში არის პატარ-პატარა ნაღმები, რაც არჩევნების შემდეგ, კენჭისყრის ბოლოს, მნიშვნელოვნად ცვლის სურათს, მაგრამ ახლა, ყველაზე მთავარი ბუნებრივი ბარიერის გატანაა.

 


„მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, ეს არის პროპორციული სიები და მესამე საკითხი ისაა, რომ სასურველია, არსებობდეს დიდი ფორმატის, ფართო კოალიციის შექმნის საშუალება. ამ მესამე საკითხზე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ სასურველია. თუ ეს სამი საკითხი იქნება, ნებისმიერი სხვა საკითხის გამო კივილ-წივილისა და აჟიოტაჟის ატეხვა მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ პროცესი ჩაიშალოს“, განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

 

მან ასევე თქვა, რომ არ იცის ნულოვანი ბარიერის შემოღება ვინ მოიფიქრა, მაგრამ „ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა და ეს ვიღაც ჭკვიანის გაკეთებულია“.

 


„ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკების დაშვებას და ბარიერის გაზრდას იმიტომ ითხოვს, რომ მიიბას ის ერთპროცენტიანი პარტიები, რომლებიც მის ორბიტაზე იყვნენ. ამასწინათ, „რუსთავი 2“-ზე გადაცემა ვნახე, სადაც ერთ მხარეს ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით ერთი კაცი იჯდა, მაგრამ იყვნენ „ნაცები“ და „ევრონაცები“, მეორე მხარეს კი იყვნენ პარტიები, რომლებიც აქამდე „ნაცებთან“ იყვნენ მიბმული, მათ ორბიტაზე ტრიალებდნენ და ახლა, ერთმანეთს ჭამდნენ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 


მისი თქმით, ბუნებრივი ბარიერის შესახებ გადაწყვეტილება კომფორტული არც „ქართული ოცნებისთვის“ არ არის და მმართველ პარტიას ეს არ აწყობს, მაგრამ ამით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საჭიროების ხარისხი დაიკარგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 


„ეს დიდ პარტიებს არ აწყობს. ვინ არის დიდი პარტია? ვინც ბევრ ხმას იღებს, ვისაც ბევრი ფული და რესურსი აქვს. ასეთი არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან ბევრს რომ ხმაურობს ბოკერიას „ევროპული ნაციონალური მოძრაობა“, ანუ გაევროპელებული „ნაციონალური მოძრაობა“, ისინიც კი ხვდებიან, რომ 5%-იანი ბარიერი მათთვის პრობლემაა. ბოლო პერიოდში „ევროპული საქართველო“ დისტანცირებული იყო „ნაციონალური მოძრაობისგან“, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ყოფნა დაიწყეს, რადგან დაინახეს, რომ მომავალში მათი პარლამენტში ყოფნა ისევ ამათზეა დამოკიდებული. ახლა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საჭიროების ხარისხი დაიკარგა, რაც ახალმა ინიციატივამ უზრუნველყო. თითქოს, ძალიან მარტივია, მაგრამ ეს დასაფასებელი სვლა იყო“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 


როგორც „ქართული დასის“ ლიდერმა აღნიშნა, დავით უსუფაშვილმა ნახა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე მისი პოლიტიკური წონა 1-1,5%-ია, ახლა კი, მას აქვს შანსი, პარლამენტში ერთი ან ორი მანდატით იყოს წარმოდგენილი და შესაბამისად, მან ნულოვან ბარიერს მხარი დაუჭირა.

 


„მან ნულოვან ბარიერს მხარი დაუჭირა და „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალს თავი დაანება. იგივე გააკეთა ერთი-ორმა პარტიამ და იმავეს გააკეთებენ „რესპუბლიკელები“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 


ბაღათურიამ ასევე განაცხადა, რომ იმ პარტიების რეიტინგი, რომლებსაც ნულოვანი ბარიერი არ მოსწონთ, 0,01%-ია.

 


„ვისაც რაღაც შანსი აქვს, რომ ერთ პროცენტამდე ავიდეს, ყველას მოსწონს. რატომ შეიძლება არ მოგწონდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ერთი პროცენტის შემთხვევაში ერთი კაცის გაყვანის გარანტიას გაძლევს? შენ თუ მეტის აღება შეგიძლია, ამას არავინ გართმევს. ათ პროცენტს აიღებ, ოც კაცს გაიყვან. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ არ აწყობს, რომ მან ერთპროცენტიანი პარტიების მხარდაჭერა დაკარგა“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი