კალიფორნიაში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად უფრო მძლავრი. შეერთებული შტატების მეტეოროლოგისტების ცნობით სამხრეთ კალიფორნიის უდაბნოს ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ამჯერადაც ლოს-ანჯელესიდან დაახლოებით 240 კილომეტრით დაცილებული ქალაქის, რიჯკრესტის სიახლოვეს იყო. ამავე რეგიონში ხუთშაბათს 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგმა ლუსი ჯონსმა განაცხადა, რომ რყევები შესაძლოა განმეორდეს.
„ეს მიწისძვრის შედეგია. ის განმეორდება. ყოველი მიწისძვრის შემდეგ შემდგომი რყევებია მოსალოდნელი“, განაცხადა ჯონსმა პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ 10% ალბათობა არსებობს იმისა, რომ მომდევნო კვირას ამავე მასშტაბის ან უფრო დიდი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდეს.
რა დააზიანა მიწისძვრამ?
მიწისძვრამ ხანძრები გამოიწვია. „ჩვენ ვართ ხანძრების მომსწრე, არის ბუნებრივი აირის გაჟონვები, ხალხს დაზიანებები აქვს მიღებული, ზოგიერთი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, განაცხადა ქალაქ რიჯკრესტის მერმა პეგი ბრიდენმა „როიტერსთან“ საუბრისას და დაამატა, რომ ყველა ღონეა გამოყენებული მიწისძვრისგან გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
„ზარალი უფრო მეტია, ვიდრე გუშინდელი მიწისძვრის დროს იყო“, განაცხადა სან ბერნარდინოს ოლქის სახანძრო დეპარტამენტმა. მეხანძრეები ცეცხლის ქრობისა და გაზის გაჟონვის აღმოფხვრის პროცესში არიან ჩართული. ოფიციოზის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო დაზიანება და რა ოდენობის ზარალი განიცადა შტატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.