თბილისის მერი სამუშაო ვიზიტად საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
თბილისის მერიის ინფორმაციით კახა კალაძე საფრანგეთის დედაქალაქში, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტის, ჟერომ შარტიეს მიწვევით იმყოფება.
ვიზიტის მიზანი საქალაქო ტრანსპორტის სფეროში პარიზის გამოცდილების გაზიარება და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, შეხვედრებს გამართავს პარიზის საქალაქო ტრანსპორტის მმართველი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, გაეცნობა RATP Group-ის, Championnet-ისა და Bus 2025-ის საქმიანობებს, ასევე, ელექტროავტობუსების ბაზას დაათვალიერებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.