„დოიჩე ბანკმა“ [ფოტოზე ბანკის სათავო ოფისები ფრანკფურტში] 20 000-ამდე სამუშაო ადგილი შეიძლება შეამციროს, რადგან კომპანია გლობალური რესტრუქტურიზაციის გეგმის გამოცხადებას აპირებს. ადგილების შემცირებას უმეტესად ლონდონსა და Wall Street-ზე მოელიან.
გერმანული საბანკო სფეროს გიგანტი ხანგრლივი პერიოდის განმავლობაში აწყდება პრობლემებს, მათ შორის ზოგიერთი ოპერაციის მომგებიანობისა და აქციების ფასების დაცემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ბანკი წარსულში რამდენჯერმე შეეცადა ბიზნესის რეორგანიზაციას.
როგორც BBC იუწყება, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო კვირას დაამტკიცებს რესტრუქტურიზაციის გეგმას, რაც კომპანიის გლობალური სამუშაო ადგილების მეხუთედის დაკარგვას გამოიწვევს.
ბანკის ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ოპერაციების ადგილი ლონდონია, დიდ ბრიტანეთში კი დაახლოებით 8 000 თანამშრომელია ბაზირებული.
ბანკი მოგების გაზრდაზე იქნება ფოკუსირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.