საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს.
საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგნოზით ხმების 39.7% „ახალ დემოკრატიას“ აქვს მიღებული, ხოლო პრემიერ მინისტრ ალექსის ციპრასის პარტია „სირიზას“ 31.5%.
როგორც BBC იუწყება, ეს შედეგები „ახალ დემოკრატიას“ უპირობო უმრავლესობას ანიჭებს, რადგან გამარჯვებული დამატებით 50 ადგილს იღებს პარლამენტში.
BBC-ის ცნობითვე, პრემიერმა ციპრასმა, რომელიც მემარცხენე „სირიზას პარტიას” ხელმძღვანელობს, მოუწოდა ლიდერ კირიაკოს მიცოტაკისს [ფოტოზე] დათმოს გამარჯვება.
ჯერჯერობით დაახლოებით საარჩევნო ოლქების 45%-ის შედეგები არის ცნობილი, ასე რომ ციფრები შესაძლოა შეიცვალოს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიკეტა. საბერძნეთში დღეს საშინელი სიცხე იყო, რაც წარმოშობდა წუხილებს არჩევნებზე მოქალაქეთა გამოცხადების თაობაზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამომრჩეველთა 56% გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.