„იმაში, რაც დღეს ნაცმოძრაობამ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია. ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს „შპანა“ მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა“, ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებას.
„ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ - ა) ქაჯობა, ბ) საკუთარი ქვეყნის მტრობა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ - სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ!“, აცხადებს ირაკლი კობახიძე.
გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემა "პოსტ-სკრიპტუმში" რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან ასევე არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.