თავდაცვის მინისტრმა მიიღო მართებული გადაწყვეტილება, რასაც გულწრფელად მივესალმები, - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთა თავდაცვის სამინისტროში აღდგენას.
ალექსი პეტრიაშვილმა განცხადება Facebook -ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
"არასდროს მოვრიდებივარ და არც ეხლა დავიშურებ საქებარ სიტყვებს, როცა სწორი გადაწყვეტილებები მიიღება: ისევე როგორც დეპუტატობის დროს, თავდაცვის მინისტრმა მიიღო მართებული გადაწყვეტილება, რასაც გულწრფელად მივესალმები!
პასუხისმგებლობის საკითხია - ხალხი უდანაშაულოდ, უსამართლოდ ციხეში იჯდა 8 თვე. პროკურატურას პირველ რიგში. ასევე მათაც უნდა გაიზიარონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინც ამტკიცებდა, რომ კორუფციული სქემით მილიონები იყო მიტაცებული! იმედს გამოვთქვამ, რომ ხუთივე ადამიანს საჯაროდ მოუხდიან ბოდიშს და აუნაზღაურებენ მორალურ და მატერიალურ ზარალს. ვულოცავ პირველ რიგში ამ ღირსეულ ადამიანებს და მათ ოჯახებს! ასევე, ყველა თავისუფალ დემოკრატს! ყოველთვის ღირს ბრძოლა ბოლომდე სიმართლისთვის", - წერს ალექსი პეტრიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.