გენერალური პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
08-07-2019, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, გენერალური პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

 


პენიტენციურ დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. სუბელიანმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

 


მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინეს, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალა.

 


მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის ცნო დამნაშავედ და მას ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი