„ვინც უცოდველია პირველი ქვა მან ესროლოს გაბუნიას... გაბუნიამ თქვა ის, რასაც პრივატულად ამბობს ან ფიქრობს ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, გარდა ივანიშვილის მოღალატე ბანდისა, რომლებიც სეპარატისტ-ოკუპანტებზე ნაკლებნი არაფრით არ არიან“, ასე ემხაურება სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანის განცხადებას.
ნათელაშვილი პუტინს მკაცრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ამხელა იმპერიის ხელმძღვანელი იმ დონეზე დაეცა, რომ დაიწყო სოფლების, ბოსტნების ტყეების შემოღობვა, ღიად, დამამცირებლად ჩვენი ეროვნული, პიროვნული ღირსებების ფეხქვეშ გათელვით. ერთმორწმუნე იმპერატორი იქამდე დაეშვა, რომ საფლავებიც თავის ტაძრებიანად ღობეების იქით მოაქცია, სადაც დედას აღარ უშვებენ შვილის საძვალესთან, ხოლო მიცვალებულის დაკრძალვას საოკუპაციო ხაზთან, გაღმიდან". დასტირიან ნათესავები.
„მეგობრებო, საყოველთაოდ მიღებული ეთიკის ნორმაა, რომ არ უნდა შევიგინოთ პირადი ურთიერთობიდან პოლიტიკამდე, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვდის ზოგჯერ ამ პრინციპის დაცვა. ამიტომ, ვინც უცოდველია პირველი ქვა მან ესროლოს გაბუნიას.
ახლა რაც შეეხება საქმეს. ყველა ჩვენგანი ძირითადად თვითონ ვქმნით ჩვენს მიმართ გინება-ქების ატმოსფეროს. გიორგი გაბუნიას ამ განცხადებას თავად პუტინმა ჩაუყარა საფუძველი, როდესაც ვარდების რევოლუციის დაფინანსება დაავალა ბიძინა ივანიშვილს, ხოლო შემდეგ თავისივე შემოქმედებით უკმაყოფილომ დასაჯა მთელი ქვეყანა, წაგვართვა მამულის 20 პროცენტი. მან საგინებლად გაიღრმავა საქმე, როდესაც 2012 წელს ტახტზე აიყვანა ყოვლად უზნეო, აგენტი-რეზიდენტი, იარაღის კონტრაბანდისტი, ნარკობარონი ივანიშვილი და მოაკვლევინა მას სახელმწიფო და მოაშთობინა პოლიტიკური სისტემა. მან საგინებლად გაიხადა საქმე, როდესაც ოკუპაცია, ჩვენი შვილების გაჟლეტა, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების მიწასთან გასწორება, ტატუნაშვილისთვის გულის ამოცლა, ოთხოზორიასთვის ცხელი ტყვიის დახლა არ იკმარა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა ერთი სტადიონი ჩრდილოეთიდან ჩამოხეტებული ველური ტომები, რომელთა პროფესიად აქცია ქართველთა სისხლის სმა. ამხელა იმპერიის ხელმძღვანელი იმ დონეზე დაეცა, რომ დაიწყო სოფლების, ბოსტნების ტყეების შემოღობვა, ღიად, დამამცირებლად ჩვენი ეროვნული, პიროვნული ღირსებების ფეხქვეშ გათელვით. ერთმორწმუნე იმპერატორი იქამდე დაეშვა, რომ საფლავებიც თავის ტაძრებიანად ღობეების იქით მოაქცია, სადაც დედას აღარ უშვებენ შვილის საძვალესთან, ხოლო მიცვალებულის დაკრძალვას საოკუპაციო ხაზთან, გაღმიდან დასტირიან ნათესავები.
მოვესწარით იმასაც, რომ ქართველ ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აიძულებენ იმღერონ და იცეკვონ მათი წინაპრების მკვლელთა ობელისკებთან. ანუ გაბუნიამ თქვა ის, რასაც პრივატულად ამბობს ან ფიქრობს ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გარდა ივანიშვილის მოღალატე ბანდისა, რომლებიც სეპარატისტ-ოკუპანტებზე ნაკლებნი არაფრით არ არიან. ამიტომაც დაამთავრა ხალხმა ივანიშვილის საქმე 20 ივნისის ამაღლებულ ღამეს და ვერავითარი პუტინის დასაცავი პროვოკაციები თუ გეი-აღლუმები საქართველოში კრემლის საოკუპაციო კომიტეტს ვერ გადაარჩენს. ბიძინას მონებო, ასე ოპერატიულად რომ მიირბინეთ პუტინის საამებლად რუსთავი ორთან, ამ შუაღამისას, რაღაც არ მახსოვს თქვენი ასეთი ბრძოლა საოკუპაციო ხაზზე“, აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.