„სანამ კაცები არიან საქართველოში, ჩვენ პრაიდს არ ჩავატარებინებთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მყოფმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა.
„მივესალმე აქ შეკრებილ საზოგადოებას. ახლა კი, მივდივარ ვერის ბაღში. ჩვენ არასდროს ჩავატარებინებთ პრაიდს, ესენი რამდენიც კომპიუტერს მიუჯდებიან და კუკუ-დამალობანას თამაშობენ, ჩვენ მაინც არ დავიღლებით არასოდეს, უკუნითი უკუნისამდე, სანამ კაცები არიან საქართველოში, ჩვენ პრაიდს არ ჩავატარებინებთ“, - განაცხადა ვასაძემ.
რესპუბლიკის მოედანზე „ღირსების მარშის“ ჩატარებას აპროტესტებენ. აქციაში მონაწილეობას სასულიერო პირები და მოქალაქეები იღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.