რომან გოცირიძე: „გაბუნია ჟურნალისტიკის ისტორიაში შევა როგორც უხამსობის ეტალონი“
08-07-2019, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაბუნია ჟურნალისტიკის ისტორიაში შევა როგორც უხამსობის ეტალონი და გაინაღდა სახელმძღვანელოებში მოხვედრა პუტინის მასშტაბიდან გამომდინარე, ამავე დროს, საქართველოსთვის ის შეიძლება გახდეს ის ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ ჩამოხადანიღაბი საქართველოს მოღალატე ხელისუფლებას და ხელი შეუწყო მისი შეცვლის პროცესს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში, Facebook-ის პირად გვერდზე წერს.


მისი განცხადებით, გაბუნიას სამარცხვინო საქციელმა იმაზე მეტი გვაჩვენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამავე დროს მისი მამხილებელი ეფექტი შეიძლება გახდეს საზოგადოების თვალის ახელის მნიშვნელოვანი ფაქტორი.


„ამ ინციდენტმა მთელი სიგრძე-სიგანით წარმოაჩინა ის საფრთხეები, რაც ქვეყნის წინაშე დგას, თვალნათელი გახადა ივანიშვილის ხელისუფლების ნამდვილი ბუნება.
საქართველოს ჰყავს რუსეთის მორჩილი ხელისუფლება, რომელსაც არ შესწევს არავითარი უნარი, დაიცვას ქვეყანა და უზრუნველყოს მისი დემოკრატიული განვითარება.
საქართველოში მოქმედებს რუსული აგენტურის უდიდესი ქსელი, რომელიც მოქცეულია პარტიულ, საეკლესიო, არასამთავრობო, ბიზნესის თუ სხვა სახის საბურველს ქვეშ. ამ ქსელს ძალიან დიდი გავლენა აქვს დაინტერესებულ წრეებზე და გაღატაკებულ მასაზე, რომელიც გაუცნობიერებლად ხდება რუსული ინტერესების გამტარებელი ქვეყანაში.


გაბუნია ჟურნალისტიკის ისტორიაში შევა როგორც უხამსობის ეტალონი და გაინაღდა სახელმძღვანელოებში მოხვედრა პუტინის მასშტაბიდან გამომდინარე, ამავე დროს, საქართველოსთვის ის შეიძლება გახდეს ის ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ ჩამოხადანიღაბი საქართველოს მოღალატე ხელისუფლებას და ხელი შეუწყო მისი შეცვლის პროცესს“, - წერს რომან გოცირიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი