1718 ბრიგადას ( უფროსი ექიმი ირმა ტალახაძე, უმცროსი ექიმი თამარ პაქსაშვილი და მძღოლი შალვა ღუღუნიშვილი) ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ურთულესი ბრძოლის გადატანა დასჭირდათ და საბედნიეროდ, ყველაფერი ექიმების გამარჯვებით დასრულდა, - იტყობინება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.
მათივე ცნობით, ექიმებს გამოძახების ადგილზე 55 წლის მამაკაცი დახვდათ, რომელსაც უჭირდა კონტაქტში შესვლა, აღენიშნებოდა საერთო სისუტე და დაბალი არტერიული წნევა. მოულოდნელად პაციენტმა დაკარგა გონება და შეაჩერა სუნთქვა. იგი აიყვანეს მონიტორზე.
ექიმებმა წარმატებით განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც საძილე და პერიფერიულ სისხლძარღვებზე აღდგა პულსი, მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი. მამაკაცი შემდგომი მკურნალობისათვის კლინიკაში გადაიყვანეს.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი პაციენტს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.