სოფიო ქაცარავა: „რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა“
08-07-2019, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

 

 

„ლუქსემბურგის დეკლარაციაში შევიდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის პრინციპული და მკაცრი რეზოლუცია, რომელიც ასახავს უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის მიხედვით ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო ნორმები და სამართალი", - სოფიო ქაცარავა.

 


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე; აღნიშნავს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობას.

 


ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის: „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობისკენ.

 


დოკუმენტში ასევე აღნიშნულია მოწოდება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მიმართ, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის დაბრუნების შესახებ.

 


რეზოლუციაში ასახულია მოწოდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციულობისკენ და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ინიციატივა: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მტკიცე მხარდაჭერა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი