ნინო ბურჯანაძე: „მე გავაგრძელებ ურთიერთობებს რუსეთთან და რუსეთის ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი, რასაც ახორციელებენ ვითომ პატრიოტები“
08-07-2019, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე გავაგრძელებ ურთიერთობებს რუსეთთან და რუსეთის ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი, რასაც ახორციელებენ ვითომ პატრიოტები, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადება, რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქციას გამოიწვევს.

 

„მე მგონია, რომ მწვავე რეაქცია რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით გასაკვირი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება იმიტომ, რომ აქ არ არის ლაპარაკი ერთი ადამიანის შეურაცხყოფაზე, ეს არის ზოგადად მთელი ერის შეურაცხყოფა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამას ვთვლი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ერის შეურაცხყოფად იმიტომ, რომ არავის, არასდროს არ უკადრია ეს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაამწვავებს ვითარებას და ურთიერთობას. მე ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და დეპუტატებთან გავაგრძელებ იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი, რასაც ახორციელებენ ის ადამიანები, ვინც ვითომ ვაი პატრიოტიზმისა და ურა პატრიოტიზმის ლოზუნგებით აკეთებენ იმას, რაც არასოდეს არც ერთ ქართველ პატრიოტს, ყველაზე სასტიკი მტერის წინააღმდეგაც კი არ გაუკეთებია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი